ქ. გორის Nქართულენოვან #10 და ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ, მარნეულის რაიონის სოფ.ალგეთის #1 აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლების მეგობრობას 5 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი ურთიერთობანი 2007 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში პროექტით, ,,ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენ ვართ ყველაო დაიწყო. პროექტის მიზანი იყო სკოლების დამეგობრება და პარტნიორობა სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და კულტურული ფასეულობების გაცნობა-შესწავლის მიზნით. ამ სფეროში ჩვენს სკოლას განხორციელებული აქვს 2010 წელს საზოგადოება ,,ბილიკის” ფარგლებში მეორე პროექტიც ,,მომავალი ჩვენია” (უკანასკნელ წლებში სკოლას აქვს მრავალი წარმატება კონკურსებში გამარჯვების და გრანტების სახით).
(ბლოგში (http://partniorobag.blogspot.com/,,სასკოლო პარტნიორობა”, რომელიც შეიქმნა საზოგადოება ,,ბილიკი”-ს პროექტის ფარგლებში აღწერილია თუ როგორ გაგრძელდა ჩვენი სკოლების ურთიერთობები 2007 წლის შემდეგ).
პრობლემას გვიქმნიდა პარტნიორი სკოლების ბენეფიციართა დაბალი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, მიუხედავად ჩვენი ორმხრივი სურვილებისა, უსახსრობის გამო გვიძნელდებოდა ერთმანეთთან ვიზიტები.
პროექტმა ,,მეგობრობა გრძელდება და ფართოვდება” ჩვენი მეგობრობის ქსელი გააფართოვა და დაგვამეგობრა კიდევ 2 სკოლასთან - სსიპ ალგეთის აზერბაიჯანულენოვან #2 და სამცხე-ჯავახეთის სომხებით კომპაქტურად დასახლებული, ნინოწმინდის რაიონის, სოფ.ეშტიის #1 სომხურენოვან სკოლებთან. ალგეთის M#2 საჯარო სკოლის მოსწავლეები შენატროდნენ ჩვენი სკოლის და მათივე სოფლის, #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ურთიერთობს, განხორციელებულმა პროექტმა კი მათ ნატვრა აუხდინა და ჩვენ მათთანაც დაგვამეგობრა..
პროექტმა მიზანს მიაღწია, აქამდე გვეშინოდა, რომ ის ნაპერწკალი, რომელიც ჩვენი სკოლის კოლექტივმა გააღვივა ალგეთელებში, რომელიც ყოველი შეხვედრისას ღვივდებოდა და ძლიერდებოდა უსახსრობის გამო არ ჩაქრალიყო და არ მინავლებულიყო, ის ლექსიკური მარაგი, რაც ჩვენთან ურთიერთობით გაიმდიდრეს წინა წლებში, ის ქართული ცეკვა-სიმღერები რაც ჩვენგან ისწავლეს დავიწყებას არ მისცემოდა და ქართული ანდაზა ,,როგორც თვალი შორს, ისე გული შორსაო” არ გამართლებულიყო... მაგრამ შიშის საფუძველი აღარ გვაქვს, ჩვენთან ყოფნის 10 დღის განმავლობაში ოთხივე სკოლის მოსწავლეები უზომოდ დამეგობრდნენ, მასპინძელმა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოჯახებმა ოჯახის წევრებივით მიიღეს სტუმრები და მადლიერი სტუმრებისგან უამრავი მიწვევა მიიღეს საზაფხულოდ ალგეთსა და ეშტიაში საკუთარ ოჯახებში.
მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსის გამოცხადებისა და ჩვენი სკოლის პროექტის დაფინანსებისათვის. მადლობა სსიპ გორის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ გელა ჯაფარიძეს ყველა სასიკეთო საქმეში ხელშეწყობისთვის, სკოლის პედაგოგს თამარ ჯოლბორდს პროექტის წერისას საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელებისათვის.
მადლობა თანადამფინანსებლებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზვიად ხმალაძეს და ჩვენი სკოლის ცეკვის პედაგოგს ნოდარ მაისურაძეს თემთან ერთად, პროექტის ფარგლებში მათი თანადაფინანსების წყალობით აღდგენილ იქნა მცირე სააქტო დარბაზი, ე.წ. ,,მეგობრობის დარბაზი”.
მადლობა სკოლის ყველა იმ პედაგოგს და მოსწავლეს ოჯახებთან ერთად ვინც ხელი შეგვიწყო პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ყველა ისინი ერთ მუშტად შეიკვრნენ ამ პატრიოტული საქმის კეთებისას, პროექტის მიზანი - საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია-მიღწეულია. ამას მეტყველებს განშორების თვალცრემლიანი კადრები და თუნდაც ის მესიჯები და ჩანაწერები რაც პროექტის ბენეფიციარებმა დაგვიტოვეს. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით ზაფხულში კვლავ შეხვედრის იმედით და სიტყვებით: ,,გვიყვარხართ!”. შეხვედრამდე კი Facebook-ზე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა ,,სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებები”-ს გვერდზე.